fbpx
საბერძნეთი

ემიგრანტი ქალი ათენისკენ მომავალი ავტობუსის საპირფარეშოში დამალული იპოვეს

გავრცელებული ინფორმაციით, იოანინას დეპარტამენტის პოლიციამ შემოწმების შედეგად ათენისკენ მომავალი ავტობუსის საპირფარეშოში დამალული ქალი იპოვა, რომელიც საბერძნეთში უკანონოდ შემოსვლას აპირებდა.

როგორც ირკვევა, დააკავეს თავად ავტობუსის მძღოლიც, რომელმაც წინასწარი ცნობებით, იცოდა, რომ ქალი იქ იმყოფებოდა და სწორედ ის უწყობდა ხელს, საბერძნეთში არალეგალურად იმიგრაციაში.

საქმის მასალების მიხედვით, ავტობუსი ალბანეთი-ათენის რეისს ახორციელებდა.

დაკავებულები, როგორც მძღოლი, ასევე უსაბუთო ალბანელი ქალი, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს – მათ წინააღმდეგ საქმე შესაბამისი მუხლით აღიძრა.

onalem

ტესტ