fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: საჩივარი ტავერნის წინააღმდეგ, სადაც თევზებს ცოცხლად წვავენ (ვიდეო)

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში შევიდა საჩივარი, რომლის მიხედვითაც კარპათოზე მდებარე ერთ-ერთ ტავერნაში თევზებს ცოცხლად წვავენ, ამ დანაშაულისთვის კი, პასუხისმგებელი პირის დაკავებას ითხოვენ.

როგორც ირკვევა, პოლიციაში მოქალაქე მივიდა, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნულ ტავერნაში თევზებს ფქვილში ავლებენ და შემდეგ ცოცხალ მდგომარეობაში ყრიან ტაფაზე, ისინი ცოცხლად იწვიან და ეს ყველაფერი უდიდესი დანაშაულია.

საზოგადოება და საჩივრის შემტანი ითხოვს, რომ კონკრეტული პირები, რომლებიც ამ დანაშაულს ჩადიან, შესაბამისი მუხლით გასამართლდნენ და შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაინაცვლონ.

სოციალურ ქსელში აღნიშნული პროცესის ამსახველი ვიდეოც გავრცელდა:

onalem

ტესტ