fbpx
საბერძნეთი

მომდევნო დღეებში ტემპერატურა იმატებს, შაბათ-კვირას კი, კვლავ თოვლს პროგნოზირებენ

ბერძენ სინოპტიკოსთა ინფორმაციით, დასავლეთიდან შემოჭრილი ცივი ჰაერის მასები ჯერ კიდევ მოახდენს გავლენას საბერძნეთზე, თუმცა, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს ამინდის შედარებით გაუმჯობესებაა მოსალოდნელი. როგორც ირკვევა, სინოპტიკოსები ზოგიერთ რეგიონში 18 და 20 გრადუსსაც კი პროგნოზირებენ.

მიუხედავად ამისა, როგორც კლერახოს მარუსაკი პროგნოზირებს, გაზაფხული დიდხანს არ გასტანს და შაბათიდან კვლავ ძლიერი სიცივე გველის.

დღეს ქვეყნის უმეტეს რეგიონებში მოსალოდენლია ცვალებადი ამინდი, შუადღეს ქალაქის ცენტრში ჰაერი 10-11 გრადუსამდე გათბება. თესალონიკშიც ტემპერატურა 10 გრადუსს არ გადააჭარბებს.

შაბათს ჩრდილოეთიდან ცივი ჰაერის მასები კვლავ შემოიჭრება საბერძნეთში და დასავლეთის მიმართულებით დაიწყებენ გადაადგილდებას, ეს გამოიწვევს ძლიერი სიცივეს და მთიან რეგიონებში თოვლის მოსვლას. განსაკუთრებით დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდება თრაკისა და მაკედონიის ტერიტორიებზე.

onalem

ტესტ