fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: რამდენიმე წუთის წინ ათენი-ლამიას გზატკეცილთან თვითმფრინავი ჩამოვარდა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ ათენი-ლამიას გზატკეცილთან ახლოს, 96-ე კილომეტრზე, ერთძრავიანი თვითმფრინავი ჩამოვარდა. როგორც ირკვევა, შემთხვევა ილიკის ტბის ტერიტორიაზე მოხდა.

ადგილზე მობილიზებულია რვა მეხანძრე-მაშველი, გარდაცვლილია თვითმფრინავის პილოტი, რომლის ასაკიც 70-75 წელია.

არსებული ინფორმაციით, ხომალდი ამავე ტერიტორიაზე მდებარე კერძო ავიაკლუბში უნდა დამჯდარიყო, თუმცა, ეს პროცესი წარმატებით ვერ განხორციელდა და ბილიკთან ხეებს შეეჯახა.

 

onalem

ტესტ