fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საგანგაშო მდგომარეობა ატიკაში – ხანძარი ადამიანებმა ნეა მაკრიში განზრახ გააჩინეს

ატიკას კიდევ ერთი მძიმე ღამე ჰქონდა. დაახლოებით 03:17 საათზე ნეა მაკრის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, უფრო სწორად კი, ადამიანებმა გააჩინეს, შემდეგ სწრაფად გავრცელდა და ამ დრომდე მას 98-მდე მეხანძრე ებრძვის.

როგორც ატიკის გუბერნატორი, გიორგოს პატულისი აცხადებს, ეს ხანძრები შემთხვევითი არ არის და ადგილობრივი მოსახლეობა საუბრობს ადამიანების კონკრეტულ ჯგუფზე, რომელიც საკმაოდ საეჭვოდ გადაადგილდებოდა მთელი ღამის მანძილზე იმ ტერიტორიაზე, სადაც ცეცხლი გაჩნდა.

ცნობილია, რომ თავდაპირველად ხანძარი სახლებთან რამდენიმე მეტრში იყო, თუმცა, შემდეგ მიმართულება იცვალა და ტყის მიმართულებით გავრცელდა.

ადგილზე მუშაობს 98 მეხანძრე, 35 მანქანით, ასევე 9 სახანძრო თვითმფრინავი, მოხალისეები. მობილიზებულია პოლიციაც უსაფრთხოების მიზნით.

onalem

ტესტ