fbpx
საბერძნეთი

ომონია: 30-მდე მეხანძრე მენანდრუს ქუჩაზე გამძვინვარებულ ხანძარს მთელი ღამე ებრძოდა

გუშინ საღამოს, დაახლოებით 20:39 საათზე, ომონიაზე, კერძოდ, მენანდრუს ქუჩაზე მდებარე სამსართულიან შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. როგორც ცნობილია, პირველ სართულზე მაღაზიაა, ხოლო მეორე და მესამე სართული საწყობებად გამოიყენება.

ბერძნული მედიის ცნობით, ადგილზე მუშაობდა 30-მდე მეხანძრე, 9 სახანძრო მანქანით. ვითარება იმდენად იყო გართულებული, რომ მათ ცეცხლის კონტროლის არეში მოსაქცევად მთელი ღამე გაათენეს და ეს მხოლოდ გამთენიის 04:30 საათზე შეძლეს.

როგორც ცნობილია, ხანძარი სწრაფად გავრცელდა, რადგან მაღაზიაში აალებადი ნივთები იდო და მეხანძრეებს ყოველ წუთს ახალი დაბრკოლება ხვდებოდათ.

გამოწვეულია სერიოზული მატერიალური ზარალი. ასევე, დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა. ის რესპირატორული პრობლემებითა და დამწვრობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

onalem

ტესტ