fbpx
საბერძნეთი

კუნძულ სამოსზე თვითმფრინავი ჩამოვარდა – არიან გარდაცვლილები

ბერძნული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კუნძულ სამოსზე, საზღვაო ტერიტორიაზე, ერთძრავიანი თვითმფრინავი ჩამოვარდა.

ამ დროისთვის არსებული ცნობებით, ბორტზე ორი ადამიანი, ქალი და მამაკაცი იმყოფებოდა. სამწუხაროდ, ორივე მათგანი გარდაცვლილია.

მცირე ზომის თვითმფრინავის სიგნალი ზღვის თავზე ყოფნისას დაიკარგა და მაშინვე დაიწყო სამაშველო ოპერაციები. ეს იყო ისრაელიდან მომავალი კერძო თვითმფრინავი, დანიშნულების პუნქტი კი, კუნძული სამოსი იყო.

ირკვევა, რომ ბორტზე ტექნიკური პრობლემა დაფრენამდე ცოტა ხნით ადრე გაჩნდა, თუმცა დაშვება ვერ მოასწრო და ჩამოვარდა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

onalem

ტესტ