fbpx
საბერძნეთი

ვინ მიატოვა 2 წლის გოგონა პატისიონზე?! – ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

როგორც უკვე ცნობილია, პატისიონის გამზირზე 2 წლის გოგონა საკუთარი ეტლით უპატრონოდ მიატოვეს. ის არქეოლოგიური მუზეუმის დაცვის თანამშრომელმა შენიშნა და მაშინვე პოლიცია გამოიძახა.

მედია ავრცელებს ვიდეოს შემთხვევის ადგილიდან:

ვიდეო ჩანაწერის მიხედვით, პოლიცია ვარაუდობს, რომ ბავშვი მუზეუმთან მამამ მიიყვანა და დატოვა. მიმდინარეობს გამოძიება, რათა დადგინდეს მისი ვინაობა და ადგილსამყოფელი. მის მიგნებას კი მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე კამერებით ცდილობენ. ოჯახი აფრიკული წარმოშობის არის.

ექიმების ცნობით, ბავშვი ჯანმრთელობის მხრივ კარგად არის. ეტლში თბილად იწვა და საპოვნია მისი საფენებიც კი.

დიდი ალბათობით, ოჯახს მის გასაზრდელად სახსრები არ ჰქონდა და ამ მიზეზით, ქუჩაში დატოვება გადაწყვიტა.

onalem

ტესტ