fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

თესალონიკში გაუჩინარებული ტაქსისტი გამოჩნდა, ტაქსი დააბრუნა და ისევ გაქრა – უჩვეულო შემთხვევა, რომლის მიზეზიც ჯერ ვერ დგინდება

რამდენიმე ხნის წინ თესალონიკიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკვალოდ გაქრა ტაქსის მძღოლი. 32 წლის მამაკაცს მრავალი დღის მანძილზე ვერ პოულობდნენ და ამის გამო ღელავდნენ მისი თანამშრომლები. რაც შეეხება თავად ტაქსის მეპატრონეს, ის საფრანგეთში წავიდა ახალი მანქანის შესაძენად, რადგან უკვე იმედი აღარ ჰქონდა, რომ მამაკაცი დაბრუნდებოდა.

აღსანიშნავია, რომ მას საჩივარიც კი ჰქონდა შეტანილი ტაქსის მძღოლის წინააღმდეგ, ქონების გაფლანგვის ფაქტზე, თუმცა, პოლიციამ მას ვერ მიაგნო რომ დაეკავებინათ. უახლესი ინფორმაციით, მამაკაცი გამოჩნდა, ტაქსი დააბრუნა და შემდეგ ისევ გაქრა. მანქანაში დატოვა პატარა წერილიც, რომელშიც ტაქსის მეპატრონეს ჰპირდება, რომ აუცილებლად აუხსნის, თუ რა არის მისი ქმდებების მიზეზი.

როგორც ირკვევა, 32 წლის მამაკაცი მანქანის მეპატრონის დედის სახლში მივიდა, გასაღები დაუტოვა და შემდეგ ისევ გაქრა.

მამაკაცის ოჯახი მთელი ამ ხნის მანძილზე აცხადებდა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა და არც პოლიციაში განუცხადებიათ, შესაბამისად, ოფიციალურად გაუჩინარებულად არ ითვლებოდა.

ამ დრომდე გაურკვეველი რჩება მომხდარის გარემოებები, რის გამო წაიყვანა მამაკაცმა ტაქსი და გაქრა, ხოლო ახლა მანქანა დააბრუნა, მაგრამ თავად ისევ გაუჩინარდა.

onalem

ტესტ