fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: ფეხმძიმე 28 წლის ქალმა ბავშვი დაკარგა, რადგან მისი საჰაერო გზით ტრანსპორტირება ვერ მოხერხდა

კუნძულ კერკირაზე საავადმყოფოს ექიმების დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ფეხძიმე ქალმა საკუთარი ახალშობილი დაკარგა, რადგან ვერ აღმოუჩინეს შესაბამისი დახმარება დროულად.

უფრო კონკრეტულად, ქალს აღენიშნებოდა ძლიერი სისხლდენა, რომლის ადგილობრივად მკურნალობა შეუძლებელი აღმოჩნდა, ამიტომ საჭირო იყო, რომ სასწრაფოდ გადაეყვანათ საჰაერო გზით სხვა საავადმყოფოში. ვინაიდან ეს ყველაფერი ვერ განხორციელდა, ქალმა ნაადრევად იმავე საავადმყოფოში იმშობიარა და ახალშობილი მოგვიანებით გარდაიცვალა.

28 წლის ქალის ახლობლების თქმით, სამედიცინო პერსონალი მაქსიმალურად ცდილობდა ადგილზე არსებული საშუალებებით მის დახმარებას, მაგრამ უთხრეს, რომ აუცილებელი იყო ათენში გადაეყვანათ. ვინაიდან ჯანდაცვის ეროვნული ოპერაციების ცენტრში უპასუხეს, რომ საჰაერო გზით ტრანსპორტირება არ იყო ხელმისაწვდომი, ქალს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, მაგრამ ბავშვი ვერ გადაარჩინეს.

ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მასთან ექიმების გარდა, ფსიქოლოგიც მუშაობს.

onalem

ტესტ