fbpx
საზოგადოება

განგაში ათენის მეტროში – ზარები ბომბის შესახებ ორ სადგურში

ბერძნული მედიის ინფორმაციით, მეტროსადგურები ეგალეო და აგია მარინა დროებით დაიკეტა.

როგორც ირკვევა, დაახლოებით 1 საათის წინ შევიდა ზარი, რომელიც იტყობინებოდა, რომ ამ ორ სადგურში ბომბები იყო, რის გამოც სასწრაფოდ მოხდა ხალხის ევაკუაცია და იქაურობა დაიკეტა.

ამრიგად, მე-3 ხაზს ბოლო გაჩერება ელეონაზე ჰქონდა.

ამ დროისთვის ორივე სადგური ღიაა, ვინაიდან სპეციალური სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად ბომბი ვერცერთგან ვერ იპოვეს. ამრიგად, ზარები და განგაში ცრუ იყო.

 

onalem

ტესტ