fbpx
ჯანმრთელობა

“თუ საბერძნეთში კორონა ვირუსი გავრცელდება…” – რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ვასილის კოდოზამანისი კორონა ვირუსზე საუბრობს, რომლის გამოც ჩინეთის ქალაქ უხანში ხალხი ქუჩებში იხოცება და ამ ფაქტებით მთელი მსოფლიო შეშინებულია. აღსანიშნავია, რომ ვირუსი დაფიქსირდა 15 სხვა ქვეყანაში, მათ შორის ევროპაში.

კერძოდ, რა განმარტებებს აკეთებს კოდოზამანისი:

“ჩვენ მივყვებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემულ მითითებებს და აბსოლუტურად მზად ვართ იმ შემთხვევისთვის, თუკი კორონა ვირუსი საბერძნეთშიც დაფიქსირდება.

ჩვენ მზად ვართ გავუმკლავდეთ და ვებრძოლოთ ნებისმიერ გამოვლინებას. ასევე მივიღეთ ზომები, რომ მოხდეს პრევენცია და ვირუსის გავრცელება მაქსიმალურად გამოირიცხოს, საპანიკო არაფერი გვაქვს. მხოლოდ მითითებებს უნდა მივყვეთ. 

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არ გამოვიწვიოთ პანიკა, ჩვენ უნდა მივაწოდოთ ხალხს ინფორმაცია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს იმ ინფორმაციის გავრცელება, რაშიც სახელმწიფო დარწმუნებული არ არის,” განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 

onalem

ტესტ