fbpx
ჯანმრთელობა

აპრილის რომელ რიცხვში ელოდება კორონავირუსის პიკს საბერძნეთი?! – ჯანმრთელობის შეფასების ინსტიტუტი

“საბერძნეთში კორონავირუსის პიკი 21 აპრილს დაფიქსირდება, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა საკმაოდ ცოტაა. მოსალოდნელია 13 ადამიანის გარდაცვალება და მაისის თვის ბოლო კვირას ვირუსი უკვე უკან დაიხევს,” ეს არის ვაშინგტონის ჯანმრთელობის შეფასების ინსტიტუტის (ΙΗΜΕ) პროგნოზი საბერძნეთთან დაკავშირებით.

10 აპრილის ჩათვლით არსებული მონაცემების მიხედვით, ΙΗΜΕ ვარაუდობს, რომ მაისის ბოლომდე საბერძნეთში გარდაცვლილთა რაოდენობა 400-ს მიაღწევს. ეს არის საშუალო მაჩვენებელი, ხოლო მინიმალური და მაქსიმალური მაჩვენებელი ქვეყანაში შესაძლოა 264-დან 635-მდე მერყეობდეს.

20 აპრილი არის დღე, როდესაც მოსალოდნელია, რომ საბერძნეთის საავადმყოფოებში დაფიქსირდეს მიმართვიანობის პიკი, თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქვეყანას არ ექნება არც მართვითი სუნთქვის აპარატების და არც საწოლების დეფიციტი, ყველაზე კრიტიკულ მომენტებშიც კი.

მაისის თვეში საჭირო იქნება სოციალური დისტანციის დაცვის ზომის შენარჩუნება.

საბერძნეთი მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით 52-ე ადგილზეა, ხოლო ევროპის კავშირში მე-17.

ქვეყანას ამ დრომდე ჰყავს 9 გარდაცვლილი 1 მილიონ მოსახლეზე, როდესაც გლობალური საშუალო მაჩვენებელი არის 14 გარდაცვლილი 1 მილიონ მოსახლეზე, ამიტომ საბერძნეთი დაბალ მაჩვენებელსა და სტაბულურ მდგომარეობას ინარჩუნებს.

onalem

ტესტ