fbpx
ჯანმრთელობა

ბერძენი მასწავლებელი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ოთხ სკოლაში ასწავლიდა

90 ადამიანიდან, რომელიც საბერძნეთში კორონავირუსით არის ინფიცირებული, ერთ-ერთი მასწავლებელია. ის ოთხ სხვადასხვა სკოლაში ასწავლის და მას შემდეგ, რაც, სავარაუდოდ, ვირუსით დაინფიცირდა, 7 დღის მანძილზე ატარებდა გაკვეთილებს ვარის, ვულიაღმენის და ვულას სკოლებში. ეს ყველაფერი კი საზღვარგარეთ მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ ხდებოდა.

როგორც ტელეკომპანია ANT1-ზე გასულ რეპორტაჟში ითქვა, ახლა ყველაფერი მომდევნო 14 დღეზეა დამოკიდებული. ვირუსის გადადების შემთხვევაში უნდა გამოვლინდეს სიმპტომები იმ ადამიანებში, რომელთაც მასწავლებელთან ჰქონდათ კონტაქტი.

როგორც განათლების სამინისტრო აცხადებს, სკოლებისა და უნივერსიტეტების დახურვით ბევრი ადამიანის გადარჩენა მოხდება.

 

onalem

ტესტ