fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

კორონავირუსით გარდაცვალების მე-8 შემთხვევა საბერძნეთში

საბერძნეთში, კერძოდ კი ათენის საავადმყოფოში, კორონავირუსით გარდაცვალების მე-8 შემთხვევა დაფიქსირდა.

80 წლის მამაკაცი, რომელიც დღეს გარდაიცვალა, “პამაკარისტოს” საავადმყოფოში იყო მოთავსებული და ვირუსის გამო სუნთქვის სერიოზული პრობლემები ჰქონდა, რის გამოც მართვით სუნთქვაზე იყო გადაყვანილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით გარდაიცვალა 87 წლის მამაკაციც, რომელიც ოთხი დღის მანძილზე “მამაციოს” საავადმყოფოში იყო მოთავსებული და ის დამასკინიიდან იყო – სოფლიდან, რომელშიც ახლა სრული კარანტინია გამოცხადებული.

 

onalem

ტესტ