fbpx
საბერძნეთი

“უარს ვაცხადებთ სადღესასწაულო პერიოდში გახსნაზე, ზარალი უკვე დიდია” – საბერძნეთში კაფეები და რესტორნები შესაძლოა არ გაიხსნას

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში კარანტინი შესაძლოა 14 დეკემბრამდე გაგრძელდეს. ზოგიერთი პროფესორის აზრით კი, ეკონომიკის უსაფრთხოდ ამუშავება მხოლოდ და მხოლოდ 21 დეკემბრიდან იქნება შესაძლებელი.

მომდევნო კვირაში საბერძნეთის მთავრობამ ოფიციალურად უნდა წარმოადგინოს გეგმა, რომელიც ნათელს გახდის, თუ რა ნაბიჯების გადაადგმაა მოსალოდნელი შემდეგ ეტაპზე და როგორ გაიხსნება სხვადასხვა დაწესებულებები ქვეყნის მასშტაბით.

ექსპერტთა ნაწილის თქმით, სკოლების გახსნას აზრი არ აქვს, ვინაიდან სადღესასწაულო პერიოდში მაინც უნდა დაიკეტოს. ამათანავე, უპირატესობა მიენიჭება მაღაზიების გახსნას, რათა ვაჭრობა ამუშავდეს, თუმცა, კაფეებისა და რესტორნების გახსნა იგეგმება სულ ბოლო ეტაპზე, ვინაიდან სწორედ აღნიშნული დაწესებულებები ითვლება კორონავირუსის გავრცელების მთავარ წყაროებად.

შესაძლოა მთავრობამ გასცეს ახალი ბრძანებები, თუმცა, სარესტორნო სფეროს რამდენიმე წარმომადგენელმა, ბიზნესმენმა, უკვე გაუგზავნა მთავრობას უარის მესიჯი, რომელიც გულისხმობს, რომ მათ არ სურთ საკუთარი კაფეები და რესტორნები გახსნან 21 დეკემბერს და შემდეგ თვეებში ისევ დაკეტონ. ისინი არ ეთანხმებიან “აკორდეონის” პრინციპს და აცხადებენ, რომ კარანტინის მიერ გამოწვეული ზარალი წარმოუდგენლად დიდია და აღარ სურთ იგივეს განმეორება.

შესაბამისად, აღნიშნული დაწესებულებები შესაძლოა მთელი სადღესასწაულო პერიოდის მანძილზე არ გაიხსნას.

onalem

ტესტ