fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: პანდემიის დროს კრიმინალი შემცირდა, გაიზარდა კიბერდანაშაული

საბერძნეთის პოლიციის მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, საბერძნეთში პანდემიის პერიოდში კრიმინალის ტენდენცია შემცირდა. თუმცა, პარალელურად, გაზრდილია კიბერდანაშაული, ანუ ონლაინ თაღლითობების რაოდენობა.

კერძოდ, 2020 წლის პირველ 10 თვეში, განსაკუთრებით, მარტი-აპრილში, როდესაც კარანტინი იყო გამოცხადებული, კიბერდანაშაული გაიზარდა 45%-ით.

2020 წლის მარტი-აპრილის მონაცემები, 2019 წლის იგივე თვეებთან მიმართებაში:

მკვლელობები -45%
ქურდობა, ყაჩაღობა -46 / 47%
ავტომობილების ქურდობა -42%
ძარცვა -48%
ინტერნეტ თაღლითობები + 3%.

2020 წლის პირველი 10 თვის მონაცემები, 2019 წლის პირველი 10 თვის მონაცემებთან შედარებით:

მკვლელობები -3%
ქურდობა, ყაჩაღობა -25-დან -26%
ავტომობილების ქურდობა -25-დან -27%
ძარცვა -40%
ინტერნეტ თაღლითობები +40 + 45%.

 

onalem

ტესტ