fbpx
კრიმინალი

პოლიციის რეიდები ათენის ცენტრში: პატისიონზე 7 უცხოელი დააკავეს

რამდენიმე დღეა, რაც საბერძნეთის პოლიცია ათენის ცენტრალურ უბნებში რეიდებს აწარმოებს. გავრცელებული ინფორმაციით, ამჯერად დაკავებულია 7 უცხოელი მამაკაცი, რომელიც პატისიონის გამზირზე აიყვანეს.

დაგეგმილია კიდევ რამდენიმე ოპერაცია, რომელიც მიმართულია ნარკოტიკებით ვაჭრობასთან ბრძოლისა და თითოეული პირის დაპატიმრებისკენ, რომელიც აღნიშნული საქმიანობით არის დაკავებული.

რამდენიმე დღის წინ პოლიციამ 9 ადამიანი დააკავა, ისინი ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, მაგრამ მათ შორის არის ერთი ბერძენიც. ამოღებულია დიდი რაოდენობით მარიხუანა.

ამ დროისთვის რეიდები მიმდინარეობს ექსარხიაშიც.

დაკითხვაზეა გადაყვანილი კიდევ 10 ადამიანი. დაკავებულები ეგვიპტის და ტუნისის მოქალაქეები არიან.

 

onalem

ტესტ