fbpx
საზოგადოება

ორიდან ერთი ქალი, რომელიც პატისიონზე საზარელ ავარიაში მოჰყვა, დღეს გარდაიცვალა

გავრცელებული ინფორმაციით, ორიდან ერთი ქალი, რომელიც პატისიონზე საზარელ ავარიაში მოჰყვა, სიკვდილთან 6 დღიანი ბრძოლის შემდეგ, დღეს დილით, “ევანგელისმოს” საავადმყოფოში გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია, მას დაზიანებები თავის არეში ჰქონდა მიღებული, რის გამოც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს და საბოლოოდ, მისმა ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო.

გარდაცვლილი 60 წლის არის, მეორე ქალი კი, რომელიც ავარიაში მასთან ერთად მოჰყვა, ასევე მძიმე დაზიანებებით, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება, თუმცა, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც პოლიცია იუწყება, მანქანას ალბანელი მამაკაცი მართავდა, ის ქალებს დაეჯახა და მეორე მხარეს გადაისროლა, საიდანაც მათ კიდევ მეორე მანქანა დაეჯახათ.

ინციდენტს ჰყავს თვითმხილველები.

onalem

ტესტ