fbpx
საზოგადოება

პოლიცია ტელეკომპანია Epsilon-ში ანიტა პანიას ეძებდა – ტელეწამყვანი სტუდიიდან “გაიქცა”

გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ ტელეკომპანია Epsilon-ზე ანიტა პანიას დასაკავებლად პოლიცია მივიდა, თუმცა, ტელეწამყვანი შენობაში ვერ იპოვეს.

ჟურნალისტის, ტინა მესაროპულუს მიერ მომზადებული რეპორტაჟიდან ირკვევა, რომ სტუდიაში ყველა მომზადებული იყო, რათა გადაცემა ეთერშუ გასულიყო და პანია გამოჩენილიყო, თუმცა, ასე არ მოხდა. მან შემოქმედებით ჯგუფს განუცხადა, რომ მამამისი ცუდად იყო და აუცილებლად უნდა წასულიყო, თანაც დაუყოვნებლივ.

ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, ცნობილი ტელეწამყვანი დააკავეს, თუმცა, აღნიშნული ფაქტი არ დასტურდება.

როგორც ცნობილია, მას ტელეკომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი არასათანადო მოპყრობასა და მუქარაში ადანაშაულებს და სასამართლოში უჩივის.

onalem

ტესტ