fbpx
საზოგადოება

61 უსაბუთო ემიგრანტი პოლიციაში საკუთარ ფეხით მივიდა და დაკავება ითხოვა

დაუჯერებელი ინციდენტი ორესტიადაში, ცენტრალურ მოედანთან ახლოს, შუაღამით მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 61 ემიგრანტი, რომელიც საბერძნეთში არალეგალურად იყო შემოსული, მივიდა შენობასთან, სადაც პოლიციის ოფიცრები იყვნენ გაჩერებულები და ზარი დარეკა. როცა მათ კარი გააღეს, გაოგნებულები დარჩნენ, რადგან ხალხი, რომელთა შორისაც ბავშვებიც იყვნენ, მათ სთხოვდა, რომ დაეკავებინათ.

შემთხვევამ უამრავი კითხვა გააჩინა, რადგან ეს შენობა არ არის ყველასთვის ცნობილი. იქ მხოლოდ კონკრეტული საჭიროებების შემთხვევაში მიდიან და აქვე არის ევროპული პოლიციის განყოფილებაც.

არსებობს მხოლოდ ერთი ვარაუდი, რომ ქვეყანაში უკანონოდ მყოფ ემიგრანტებსა და ლტოლვილებს ეს ადგილი სხვებმა, მათ მსგავსად უკანონოდ შემოსულმა ხალხმა მიასწავლა.

უცნობია, თუ რატომ გადაწყვიტეს მათ პოლიციაში ჩაბარება.

onalem

ტესტ