fbpx
კრიმინალი

ექსკლუზიური ინტერვიუ ბულგარელ ქალთან, რომელიც სერიულ მკვლელს გადაურჩა

ექსკლუზიურ ინტერვიუს, რომელიც ბულგარელ ქალთან ჩაწერეს, ბერძნული მედია გვთავაზობს. ის არის მოდელი, რომელიც ერთი თვის წინ კვიპროსელ სერიულ მკვლელთან სახლში გადაღებებზე იმყოფებოდა და სწორედ იმ საწოლზე პოზირებდა, სადაც ნიკოს მეტაქსა ქალებს კლავდა. მან კი, ცხადია, არაფერი იცოდა.

philenews-ის ინფორმაციით, თეა მეტაქსას ფეისბუქის საშუალებით დაეკონტაქტა. როგორც ცნობილია, მამაკაცი თავს ფოტოგრაფად ასაღებდა და ქალი მის სახლში ვიდეო კლიპის გადასაღებად მივიდა. მეტაქსას აღიარების მიხედვით, ის სწორედ ამ სახლში ახრჩობდა ქალებს, რომლებსაც შემდეგ ყბაში ყრიდა.

უცნობია, თუ რატომ არ გახდა ბულგარელი მოდელი მისი მორიგი მსხვერპლი, თუმცა, როგორც ის ამბობს მეტაქსა ძალიან მშვიდი და წყნარი ადამიანი ჩანდა, საუბრობდა თავის მეგობრულ ურთიერთობებზე ყოფილ მეუღლესთან და ეყტობოდა, რომ საქმე, რომელსაც აკეთებდა, ძალიან უყვარდა.

ის დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრეც კი სწერდა მას სოციალურ ქსელში.

მეტაქსა არსებული ინფორმაციით, ბულგარულადაც კარგად საუბრობდა. თეა კი ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ სახლში იმყოფებოდა მამაკცთან, რომელსაც მინიმუმ სამი ადამიანის სიცოცხლე გაანადგურა.

იხილეთ სრული ინტერვიუ:

onalem

ტესტ