fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: ვინ მოკლა 13 წლის გოგონა ორშაბათს ღამით – რას ამბობს პოლიცია?!

ამფისა შოკირებულია შემთხვევით, რომელიც ორშაბათს ღამით მოხდა. მოკლულია 13 წლის გოგონა, ხოლო მისი მამა ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეში დაჭრეს.

პოლიციის ინფორმაციით, ისინი 34 წლის ბიზნესმენს ეძებენ, რომელიც ამფისას ბანაკში მივიდა და ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 13 წლის მოზარდი დაიღუპა, ხოლო მისი მამა დაიჭრა.

რა არის მიზეზი?!

ამავე ინფორმაციით, 34 წლის მამაკაცს ხორცის მაღაზია აქვს, რომელიც უცნობმა პირებმა დაუზიანეს. მას ასევე დაუწვეს მანქანა.

მან სავარაუდოდ, შურისძიების მიზნით, რადგან ჩათვალა, რომ დამნაშავეები ბანაკში მცხოვრები ბოშები იქნებოდნენ, აღნიშნულ ტერიტორიაზე მივიდა და ორჯერ გაისროლა. პირველი ნასროლი 13 წლის გოგონას მოხვდა, ხოლო მეორე ბრმა ტყვიით მისი მამა ფეხში დაიჭრა. ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა.

უცნობია აქვთ თუ არა სინამდვილეში კავშირი გარდაცვლილსა და მის ოჯახს ბიზნესმენისთვის მიყენებულ ზარალთან.

onalem

ტესტ