fbpx
საზოგადოება

35 წლის ქალი, რომელმაც შვილი ნაგავში ჩააგდო, გასამართლების გარეშე გაათავისუფლეს

გავრცელებული ინფორმაციით, 35 წლის ქალი, რომელმაც ეგიოში, მშობიარობის შემდეგ საკუთარი შვილი ნაგავში ჩააგდო, გასამართლების გარეშე გაათავისუფლეს. როგორც ის ამ დრომდე ამტკიცებს, არ იცოდა, რომ ფეხმძიმედ იყო და უარყოფდა ბავშვის დედობასაც.

მიუხედავად ამისა, დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ ისინი დედა-შვილი არიან, თუმცა, პროკურორი არ დაელოდა ჰოსტოლოგიური ექსპერტიზის შედეგებს და დაეყრდნო იმ ანალიზებს, რომლის მიხედვითაც ბავშვი უკვე გარდაცვლილი დაიბადა და ის ქალის ხელით არ მომკვდარა.

თუკი ჰისტოლოგიური ექსპერტიზა განსხვავებულ შედეგებს დადებს, პროკურატურა საქმეს სხვა მუხლით განიხილავს.

35 წლის ბერძენი ქალის თქმით, ზედმეტი წონის გამო თავისი ორსულობის შესახებ ვერ გაიგო, ვიდრე სისხლდენა არ დაეწყებოდა. ამაზე არაფერი იცოდა არც მისმა ოჯახმა.

onalem

ტესტ