fbpx
საზოგადოება

პაპაღუ: სახლის პატრონმა ძლიერი ხმაური გაიგო და საკუთარი მდგმური გარდაცვლილი იპოვა

აღდგომის წმინდა კვირა პაპაღუში ტრაგედიით დაიწყო. ამ დრომდე იდუმალებით არის მოცული 26 წლის გოგონას გარდაცვალება, რომელიც იმ სახლის პატრონმა იპოვა, რომელსაც თავად ქირაობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ დაახლოებით 23:00 საათზე სახლის მეპატრონემ, რომელიც მაღლა სართულზე ცხოვრობს, ქვემოდა ხმაური გაიგონა და იფიქრა, რომ მისი მდგმური იყო. ამის გამო პოლიცია გამოიძახა და ადგილზე მოსულებს გოგონა გარდაცვლილი დახვდათ. ის მესამე სართულიდან იყო გადმოვარდნილი.

ოფიცრებმა კრიმინალური დანაშაულის ვარაუდი გამორიცხეს და საქმეს თვითმკვლელობის მუხლით იძიებენ, თუმცა, 26 წლის გოგონას მშობლები აცხადებენ, რომ წარმოუდგენლად მიაჩნიათ, რომ მათ შვილს სუიციდი ჩაედინა.

გამოძება მიმდინარეობს.

onalem

ტესტ