fbpx
პოზიტივისაზოგადოება

ათენი: ბერძენმა ქალმა 56 წლის ასაკში ტყუპი ბიჭები გააჩინა

ტატიანა სტეფანიდუს გადაცემის საშუალებით გავიცანით ქალბატონი, რომელმაც დღეს ათენის საავადმყოფოში ჯანმრთელი ტყუპი ბიჭები მოავლინა ქვეყანას.

ამ მოვლენაში აღსანიშნავი ის არის, რომ ქალბატონი 56 წლის არის და დაფეხმძიმება ხელოვნური განაყოფიერების საშუალებით გადაწყვიტა. საბედნიეროდ, პირველივე მცდელობის შედეგად მოაღწია სასურველ შედეგს და დღეს, 56 წლის ასაკში, დედობის ბედნიერება იგემა, თანაც ტყუპები შეეძინა.

გინეკოლოგი, რომელიც ქალბატონს მშობიარობაში დაეხმარა, მედიასთან საუბრობს:

“მსგავსი შემთხვევები ბოლო დროს უფრო და უფრო ხშირად გვაქვს. ქალები ფეხმძიმობას გვიანდელი ასაკისთვის დებენ და დედები შედარებით დიდ ასაკში ხდებიან. ბოლო წლებში 40 წელს გადაცილებული ბევრი ქალბატონი გვყავს, უფრო ახლო წარსულში კი, 50 წელს ზემოთ ქალები მოგვმართავენ.

სამწუხაროდ, საბერძნეთში კანონი არ არის ამ რელობასთან ადაპტირებული, რის გამოც, 17 ქალბატონი, იმ ქალთან ერთად, რომელმაც ტყუპები გააჩინა, ალბანეთში წავიყვანეთ. უახლოეს დღეებში უწევს მშობიარობა კიდევ ერთ სხვა 56 წლის ქალბატონს,” ამბობს ბატონი პანტოსი.

onalem

ტესტ