fbpx
საზოგადოება

კანონიერია, თუ არა გზა, რომლითაც “აპოკლისტიკებს” ამოწმებენ – რა შეიცვლება 50 წლის ქალის სიკვდილის შემდეგ?!

საბერძნეთის საავადმყოფოს თანამშრომელთა გაერთიანება 50 წლის “აპოკლისტიკი” ქალის სიკვდილის გამო სამართალს ითხოვს, ამის ფონზე კი, ახალი დეტალები გამომჟღავნდა. აღმოჩნდა, რომ კანონდარღვევა არა მხოლოდ ქალების არალეგალურად, ლიცენზიის გარეშე მუშაობაა, არამედ ისიც, რომ ამ ქალებს ამოწმებენ, მუშაობენ თუ არა ოფიციალურად. როგორ?!

გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოებში ფიზიკურად ჩამოვლა და შემოწმება, თუ ვინ უვლის ამა თუ იმ პაციენტს, ხდება სხვა ექთნების მიერ, რომლებიც ლიცენზიით, ოფიციალურად მუშაობენ. შედგენილია ხუთწევრიანი ჯგუფი, რომელთაც არაკანონიერად აქვთ ჩაბარებული კონტროლის მექანიზმი და სწორედ ისინი ამოწმებენ “აპოკლისტიკებს”, რომლებადაც ძირითადად ემიგრანტები მუშაობენ.

საბერძნეთის საავადმყოფოს თანამშრომელთა გაერთიანება (ΠΟΕΔΗΝ) ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი შემოწმების მექანიზმი არაკანონიერია და კონტროლი უნდა ხორციელდებოდეს სხვა, უფრო მსუბუქი გზებით, რათა არ მოხდეს ისედაც ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მყოფი ხალხის ემოციური განადგურება, რასაც, როგორც ვხედავთ, 50 წლის სომეხი ქალი შეეწირა.

შესაძლოა ეს ყველაფერი არალეგალურად მომუშავე ექთნებმა იცოდნენ, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი მუდმივ შიშში არიან და უსაბუთობის გამო არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ, ხმის ამოღებას ვერ ბედავენ.

ΠΟΕΔΗΝ ჯანდაცვის სამინისტროს გამოსავლის დაუყოვნებლივ პოვნას სთხოვს.

onalem

ტესტ