fbpx
ეკონომიკასაზოგადოება

საბერძნეთი: 24 საათში 6, 000 ადამიანის დასაქმების პროგრამა ამოქმედდება

მომდევნო 24 საათში საბერძნეთში ამოქმედდება პროგრამა, რომელიც 6, 000 ადამიანს დასაქმების საშუალებას მისცემს და მათი ხელფასი 1, 600 ევრომდე იქნება.

აპლიკაცია შეუძლიათ შეავსონ უმუშევრებმა 39 წლამდე, რომელთაც დამთავრებული აქვთ უმაღლესი სასწავლებელი. ისინი აუცილებლად დასაქმდებიან 15 თვის ვადით და ხელფასი 50%-ით აჭარბებს იმ რაოდენობას, რაც საბერძნეთში საშუალოდ ფიქსირდება.

გარდა უმუშევრობის შემცირებისა და პროდუქტიული პირების დასაქმებისა, საბერძნეთის მთავრობა ცდილობს ქვეყნიდან “ტვინების გადინება” შეაჩეროს.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა პროფესიონალები, რომელთაც აქამდე სამუშაო ვერსად იპოვეს, 15 თვიანი მუშაობის შემდეგ, კომპანიაში კიდევ სამი თვე დარჩებიან, თუმცა, ეს თავად კომპანიების ვალდებულებაა, რომელსაც მათ სახელმწიფო აკისრებს.

ისინი, ვისაც ბაკალავრის ხარისხი აქვს ყოველთვიურად მიიღებენ 600 ევროს.

ისინი, ვისაც ბაკალავრთან ერთად მაგისტრის ხარისხიც აქვთ, მიიღებენ 700 ევროს ხელფასის სახით.

დოქტორანტების ხელფასი 800 ევროთი განისაზღვრება და ა.შ.

 

onalem

ტესტ