fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

რამდენი ბერძენი ექიმი წავიდა საზღვარგარეთ სამუშაოდ საბერძნეთიდან ?!

ათენის სამედიცინო ასოციაციის მონაცემებით, 17,500-ზე მეტი ბერძენი ექიმი მუშაობს საზღვარგარეთ. როგორც ΙΣΑ აღნიშნავს, ამ ექიმების უმრავლესობამ ქვეყანა ეკონომიკური კრიზისის გამო დატოვა.

სიტუაცია შემდეგნაირია: ΙΣΑ-ს ოთხი ექიმიდან ერთი უმუშევარია. გასული ათწლეულის განმალობაში კი, 10,000-ზე მეტმა მათგანმა დატოვა ქვეყნის საზღვრები.

გასაკვირი არ არის, რომ საბერძნეთი მეორე ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, რომლის ექიმებიც გერმანიაში მუშაობენ.

პარასკევს, საბერძნეთში, კერძოდ, ლონდონის ეკონომიკის სკოლაში გაიმართა კონფერენცია ჯანდაცვის ტურიზმის თემაზე, სადაც განიხილეს, თუ რამხელა როლს თამაშობს ინდუსტრია მიგრაციის ნაკადის შეჩერებაში.

“ტვინის გადინება”, სხვა საკითხებთან ერთად, უარყოფითად მოქმედებს საბერძნეთის ეკონომიკაზე. ქვეყანა ვერ იყენებს იმ მეცნიერებს, რომელთა განათლებაშიც ფულს აბანდებს.

დაახლოებით, სამედიცინო ფაკულტეტის ერთი სტუდენტის სწავლის წლიური საფასური 12,000 ევროა. სწავლის დასრულებამდე კი, მასზე 85,000 ევროზე მეტი იხარჯება.

“მაღალკვალიფიციური სამეცნიერო პერსონალის მიგრაცია საბერძნეთიდან მხოლოდ უარყოფით შედეგებს გვაძლევს, რადგან იგი ქვეყანას “გონებრივად” ასუსტებს, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს ეკონომიკაზე. დღეს, სახელმწიფო საავადმყოფოებში სპეციალიზებული ექიმების პოზიციები ვაკანტურია და ჩვენს ქვეყანას არ აქვს მნიშვნელოვანი სამეცნიერო პოტენციალი,” – აღნიშნა ასოციაციის პრეზიდენტმა გეორგის პატულისმა.

onalem

ტესტ