fbpx
კრიმინალი

თესალონიკის ყველაზე დიდ საავადმყოფოში პაციენტებს პალატებში მძარცველები შეუვარდნენ

თესალონიკის ΑΧΕΠΑ-ს საავადმყოფოში, რომელიც საბერძნეთში ერთ-ერთ ყველაზე დიდ საავადმყოფოდ ითვლება, მძარცველები შეიჭრნენ და სამი კომპიუტერი მოიპარეს. ამის შემდეგ, ისინი პაციენტების ოთახებში შევარდნენ და მათ თანხა და მობილური ტელეფონები წაართვეს.

აღნიშნული ინციდენტი დღეს, გამთენიის 04:00 საათისთვის მოხდა. როცა მძარცველები დამლაგებელმა ქალმა დაინახა, მაშინვე პოლიციას შეატყობინა, მაგრამ, როგორც ყოველთვის, მათი მისვლის დროს მოხერხებული ქურდები უკვე გაქცეულები იყვნენ.

საავადმყოფოს ხელძღვანელი ამბობს, რომ მთავრობა იქაურობას დაცვით არ უზრუნველყობს და პირდაპირ შესასვლელში წერია, რომ შენობა სრულიად დაუცველია. სწორედ ამიტომ, ყოველდღიურად პაციენტები თუ პერსონალი რაღაც დანაშაულის მსხვერპლი ხდება, იქნება ეს ძარცვა თუ ყაჩაღობა.

“როცა თქვენი სახლის კარს ღიას ტოვებთ, აუცილებლად გაგძარცვავენ,” აცხადებს ხარალამბოს კოროქსენოსი.

აღსანიშნავია, რომ ეს საავადმყოფო არ არის ერთადერთი, რომელსაც ხშირად ესხმიან თავს, მსგავსი შემთხვევები ფიქსირდება მთელი საბერძნეთის მასშტაბით მდებარე კლინიკებში, რომლებშიც დაცვის გარდა, სხვა მრავალი პრობლემის მოგვარებას პერსონალი გამუდმებით ითხოვს.

თუმცა, პაციენტების პალატებში შეჭრა, როგორც ხარალამბოსი ამბობს, ყოველდგვარ ზღვარს გასცდა.

onalem

ტესტ