fbpx
ემიგრაციული სიახლეებისაზოგადოება

2019 წლიდან საბერძნეთის საზღვარზე კონტროლის ახალი სისტემა ამოქმედდება

ევროკავშირი საკუთარ საზღვრებზე ახალი დაცვის სისტემის ტესტირებას გეგმავს. ახალი ინიციტივის მიხედვით, მის წევრ ქვეყნებში ჩასულ სტუმრებს საზღვარზე სიცრუის დეტექტორის გავლა მოუწევთ.

სასაზღვრო კონტროლის ახალი სისტემა, რომელიც სიცრუის დეტექტორსა და ანიმაციურ პოლიციელს აერთიანებს, პროექტ iBordedControl-ის ნაწილია. მისი მიზანი ევროკავშირში სასაზღვრო კონტროლის პროცედურების გამარტივება და დაჩქარებაა.

1tv.ge-ის ინფორმაციით, საუბარია სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამაზე.

ანიმაციური კიბერმესაზღვრე სტუმრებს პასპორტს, ვიზას და სხვა დოკუმენტებს შეუმოწმებს. გარდა ამისა, რამდენიმე შეკითხვას დაუსვამს და დაადგენს, იტყუება თუ არა მგზავრი. ამას პროგრამა ადამიანის სახის გამომეტყველებისა და მიმიკის ანალიზის საშუალებით გააკეთებს. თუ მგზავრი სიცრუის დეტექტორს წარმატებით გაივლის, მას სასაზღვრო სამსახური აღარ შეამოწმებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის პროცედურის გავლა მოუწევს.

სასაზღვრო კონტროლის ახალი სისტემა 2019 წლიდან ლიტვის, უნგრეთისა და საბერძნეთის საზღვარზე ამოქმედდება.

onalem

ტესტ