fbpx
კრიმინალი

2 ექთანი, 6 ექიმი და ერთი მთარგმნელი – ვინ ეხმარებოდა ემიგრანტებს “ასილოს” უკანონოდ აღებაში

საბერძნეთის პოლიცია ემიგრანტებისთვის თავშესაფრის საბუთის უკანონოდ აღებაში ხელშემწყობთა შესახებ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უკვე ცნობილია, ისინი “ასილოს” იღებდნენ მარტივად, რადგან ექიმები აძლევდნენ გარკვეული ავადმყოფობების ქონის დამადასტურებელ დოკუმენტებს.

კერძოდ, პოლიციის მიერ დაკავებული 6 ექიმის გარდა, ასევე აიყვანეს სამოსის საავადმყოფოში მომუშავე ორი ექთანი და პირი, რომელიც აღნიშნულ დოკუმენტებს თარგმნიდა.

მათ საბუთების გაყალბება და ქრთამის აღება ედებათ ბრალად.

დღეს მედდამ დანაშაული აღიარა, დანარჩენებმა კი სასამართლოს დრო მოსთხოვეს.

ცნობილია, რომ 6-დან 4 ექიმი, გარკვეული პირობებით უკვე გაათავისუფლეს.

 

onalem

ტესტ