fbpx
კრიმინალისაზოგადოება

ცნობილი ბერძენი შეფი საკუთარ თანამშრომლებს 6 წლის მანძილზე “ძარცვავდა”

ბერძენ-ავსტრალიელმა შეფ-მზარეულმა, ჯორჯ კალობარისმა, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი Masterchef-ის საშუალებით გახდა, აღიარა, რომ 6 წლის მანძილზე საკუთარი რესტორნის თანამშრომლებს ხელფასებს ნაკლებობით უხდიდა და “დაზოგილი” თანხის რაოდენობა დაახლოებით 8 მილიონი დოლარია.

კალობარისმა განაცხადა, რომ თითოეულ თანამშრომელს, ყოფილსა და მოქმედს, რომელიც მის რესტორანში 2011-2017 წლებში მუშაობდა, დავალიანებას გადაუხდის:

“ჩვენ ბოდიშს ვუხდით ჩვენი გუნდის ყველა წევრს, მოქმედსა თუ ყოფილს. ახლა ჩვენი პრიორიტეტია იმის უზრუნველყოფა, რომ თანამშრომლებმა იგრძნონ, რომ მათ პატივს ვცემთ და მხარს დავუჭერთ.”

აღნიშნულის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რომ საჩივრების ფონზე ავსტრალიის შრომითმა ომბუდსმენმა გამოძიება დაიწყო. ამასთანავე, ცნობილი შეფი 200.000 დოლარით დააჯარიმეს.

თანამშრომლები აცხადებენ, რომ დაკისრებული ჯარიმა ძალიან ცოტაა მისი დანაშაულისთვის.

 

 

View this post on Instagram

 

🤓🤓🤓 GC 🧿 xxx

A post shared by George Calombaris (@gcalombaris) on

onalem

ტესტ