fbpx
კრიმინალი

რა კავშირი აქვს მამაკაცს საქართველოსთან, რომელმაც სალონიკში ცოლი ნაჯახით დაჭრა – რას წერს ბერძნული მედია?!

გუშინ ქსიროკრინის ტერიტორიაზე მამაკაცმა საკუთარი მეუღლე ნაჯახით დაჭრა. 53 წლის ქალი სასწრაფოდ “პაპაგეორგიუს” საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი მდგომარეობა მძიმედ შეფასდა, რადგან, ფაქტობრივად, სისხლისგან იცლებოდა. ბერძნული მედია წერს, რომ ბრალდებული ეროვნებით ბერძენია, რომელიც საქართველოდან არის (პონტიელი ბერძენი).

მამაკაცი რამდენიმე ხანში დააკავეს და მას შემდეგ ის პირველად აკეთებს განცხადებებს, თუ რატომ ჩაიდინა აღნიშნული დანაშაული. როგორც ჩანს, ინციდენტის მიზეზი პირადი, სასიყვარულო უთანხმოება გახდა.

ამავე წყაროზე დაყრდნობით, ქალს სიმსივნე აქვს, ხოლო მამაკაცმა ურთიერთობა სხვა ქალთან დაიწყო და ცოლი მიატოვა.

“პათოლოგიურად ეჭვიანობდა. მისი მოკვლა არ მქონდა განზრახული, მხოლოდ შეშინება მინდოდა,” ამბობს ის.

მოსამართლემ მისი არგუმენტები არ გაითვალისწინა და დაუყოვნებლივ დაკავების ბრძანება გასცა.

წყარო: https://www.protothema.gr/greece/article/909724/thessaloniki-i-gunaika-mou-me-zileue-pathologika-eipe-o-53hronos-me-to-tsekouri/

 

onalem

ტესტ