fbpx
ჯანმრთელობა

ევროპის მასშტაბით ნილოსის ვირუსი მხოლოდ საბერძნეთში ფიქსირდება

ნილოსის ვირუსი, რომელიც ზოგადად კოღოების საშუალებით გადაიტანება და დაინფიცირება სწორედ აღნიშნული მწერის საშუალებით ხდება, საბერძნეთისთვის უცხო არ არის. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე სწორედ საბერძნეთის ის ერთადერთი ქვეყანა ევროპის მასშტაბით, სადაც ვირუსი უკვე დაფიქსირდა.

ეპიდემიოლოგიური ცენტრის მონაცემების მიხედვით, მხოლოდ ერთ კვირაში, 13-დან 18 ივლისის ჩათვლით საერთო ჯამში 13-მა დაინფიცირებულმა ადამიანმა მიმართა საავადმყოფოს. აქედან ორი შემთხვევა ქსანთისა და პიერიის ტერიტორიაზე იყო, ხოლო დანარჩენები კავალას, ლარისას და კარდიცას ტერიტორიებზე.

ჯანდაცვის სამინისტრო საბერძნეთის მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს:

1) აუცილებლად დააყენეთ სახლში ბადეები, რათა კოღომ შიგნით არ შემოაღწიოს.

2) გამოიყენეთ კონდენციონერი, ვენტილატორი, საწოლის ბადეები.

3) სადაც იცით, რომ განსაკუთრებით ბევრი კოღოა, ეცადეთ სხეული დაფარული გქონდეთ თხელი, თუმცა, გრძელმკლავიანი ტანსაცმლით, ასევე შარვლით.

4) არ შეინახოთ წყალი თავმოხდილ ჭურჭელში.

5) ნუ მორწყავთ ყვავილებს დილის საათებში.

6) გამოიყენეთ ლოსიონები, სპრეი და კოღოს საწინააღმდეგო სხვადასხვა საშუალებები.

onalem

ტესტ