fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

ღორის გრიპის ეპიდემია საბერძნეთში სწრაფად ვრცელდება – რა არის მიზეზი?!

ბერძნული მედიის ინფორმაციით, საბერძნეთის საავადმყოფოებში გრიპის განსაკუთრებით მძიმე შემთხვევები ფიქსირდება. თუმცა, ამის მიზეზი არ არის მხოლოდ თავად გრიპის ვირუსის თავისებურება, არამედ ის მდგომარეობა, რაც საავადმყოფოებში გვხვდება.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ცნობით, ადამიანები საავადმყოფოებს მიმართავენ, თუმცა, იქ არ არის თავისუფალი საწოლები, პალატები და ადგილები რეანიმაციულ განყოფილებაშიც კი. სწორედ ამიტომ, პაციენტების მდგომარეობა სწრაფად მძიმდება და როგორც აცხადებენ, გასულ კვირას ვირუსით ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, წინა კვირასთან შედარებით, როცა გრიპმა ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

საერთო ჯამში კი, 36 პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც გრიპის ვირუსი შეეყარა, კრიტიკულია.

ე.წ. ღორის გრიპმა, რომელიც სეზონური დაავადებაა, საქართველოშიც იჩინა თავი.

ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ბერძენი ექიმები და სამედიცინო სფეროს პროფესიონალები, ქვეყანას ტოვებენ და ძირითადად, ჩრდილოეთ ევროპასა და ბრიტანეთში მიემგზავრებიან, რადგან თვლიან, რომ საბერძნეთში მათი საქმე შესაბამისად არ ფასდება.

onalem

ტესტ