fbpx
ემიგრაციული სიახლეები

მ ო წ ვ ე ვ ა ინტერესთა გამოხატვაზე – შპს „საქართველოს ფოსტა“-სა და საბერძნეთში საფოსტო-საკურიერო ბიზნესებს შორის თანამშრომლობის შესახებ

 

მ ო წ ვ ე ვ ა

ინტერესთა გამოხატვაზე

შპს „საქართველოს ფოსტა“-სა და საბერძნეთში საფოსტო-საკურიერო ბიზნესებს შორის თანამშრომლობის შესახებ

* * * * * * * * * *

ყველა შეკითხვა და წინადადება უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე sp_eoi@gpost.ge

წინადადებების მიღება იწყება 2019 წლის 16 ივლისიდან

შპს „საქართველოს ფოსტა“ მისამართი : სადგურის მოედანი #2, თბილისი, საქართველო

* * *

წინამდებარე დოკუმენტი არის მხოლოდ მოწვევა ინტერესთა გამოხატვაზე. საქართველოს ფოსტა არ არის ვალდებული მიიღოს რომელიმე შემოთავაზება ან გამართოს მოლაპარაკება რომელიმე კომპანიასთან, რომელიც შემოიტანს შემოთავაზებას. საქართველოს ფოსტას უფლება აქვს უარი თქვას ნებისმიერ ან ყველა შემოთავაზებაზე და ეს არ გამოიწვევს რაიმე პასუხისმგებლობას, მათ შორის არც გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას.

 

მოწვევა შპს „საქართველოს ფოსტა“-სა საბერძნეთში საფოსტო-საკურიერო ბიზნესებს შორის თანამშრომლობის შესახებ

ინტერესთა გამოხატვის თაობაზე

შპს „საქართველოს ფოსტა“ ს/კ 203836233 (შემდგომში „საქართველოს ფოსტა“ ან „კომპანია“) წარმოადგენს ლიდერ საფოსტო კომპანიას, რომელიც 2019 წლის მდგომარეობით ქვეყნის ტერიტორიის მასშტაბით წარმოდგენილია 82 საფოსტო სერვისცენტრით, რომელთა საშუალებითაც საქართველოს მოსახლეობას უწყვეტად და ხელმისაწვდომად მიეწოდება უნივერსალური და არაუნივერსალური საფოსტო მომსახურება.

კომპანის ძირითად ეკონომიკურ საქმიანობას განეკუთვნება:

– საქართველოს მოსახლეობისათვის საფოსტო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანაში; – საფოსტო ფულადი გზავნილების მიღება და გაგზავნა;
– საცალო ვაჭრობა, პრესის გავრცელება და მასთან უშუალოდ დაკავშირებული სადისტრიბუციო მომსახურება;
– სატვირთო გადაზიდვები და მასთან უშუალოდ დაკავშირებული სატერმინალო მომსახურება.

საბერძნეთის ტერიტრიაზე შპს „საქართველოს ფოსტა“ წარმოდგენილია მისი შვილობილი კომპანიის GEORGIAN POST (GREECE) I.K.E-ს მიერ, რომელიც საბერძნეთში (ქ. ათენი) მომხმარებლებს სთავაზობს საფოსტო-საკურიერო მომსახურებასა და მასთან უშუალოდ დაკავშირებულ სერვისებს.

მომხმარებელთათვის საფოსტო პროდუქტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით წინამდებარე დოკუმენტის პირობების შესაბამისად დაინტერესებულ კომპანიას საქართველოს ფოსტა სთავაზობს პარტნიორობას ამანათების იმპორტისა და ექსპორტის მიმართულებებით.

საქართველოს ფოსტა ასევე დაინტერესებულია პარტნიორ კომპანიასთან აქტიური თანმშრომლობით შეიმუშავოს საფოსტო მომსახურებისა და ელექტრონული კომერციის მასტიმულირებელი ახალი პროდუქტები.

პარტნიორ საფოსტო-საკურიერო ბიზნესთან თანამშრომლობის ჩარჩო

1.1. მიმართულება: საქართველო – საბერძნეთი (ქ. ათენი)

საქართველოდან – საბერძნეთის (ქ. ათენი) მიმართულებით ამანათების ტრანსპორტირების ხელშეწყობის მიზნით:

1.1.1 საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს:

1.1.1.1. საქართველოს მასშტაბით საფოსტო სერვის-ცენტრებში საბერძნეთზე დამისამართებული ამანათების მომხმარებელთაგან მიღება;
1.1.1.2. საფოსტო სერვის-ცენტრებში მომხმარებელთაგან მიღებული ამანათების ტრანსპორტირება საქართველოდან – საბერძნეთში (ქ. ათენი);
1.1.1.3. ტრანსპორტირების თანმდევი საბაჟო პროცედურების შესრულება;
1.1.1.4. პროცედურების სრული პროგრამული უზრუნველყოფა.

1.1.2. პატრნიორი საფოსტო-საკურიერო ბიზნესი უზრუნველყოფს:

1.1.2.1. საკუთარი ოფის(ებ)იდან საქართველოს ფოსტას მიერ მისთვის გადაცემული ამანათების გაცემა / ჩაბარება ადრესატებისათვის საბერძნეთის ტერიტორიაზე;
1.1.2.2. პროცედურების რეგისტრაცია საქართველოს ფოსტას ელ. პროგრამაში.

1.1.3. მომსახურების ტარიფები:

1.1.3.1. საბერძნეთში ამანათის ადრესატისათვის გაცემა / ჩაბარების მოსახურების (პუნქტი 1.1.2) ღირებულება შეადგენს ამანათის ყოველ სრულ 1 კგ-ზე – 0.50 ევროს, რომელსაც საქართველოს ფოსტა გადაუხდის პარტნიორ საფოსტო-საკურიერო ბიზნესს.

პარტნიორ საფოსტო-საკურიერო ბიზნესთან თანამშრომლობის ჩარჩო

1.2. მიმართულება: საბერძნეთი (ქ. ათენი) -საქართველო

საბერძნეთიდან (ქ. ათენი) – საქართველოს მიმართულებით ამანათების ტრანსპორტირების ხელშეწყობის მიზნით:

1.2.1. საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს:

1.2.1.1. ამანათების ტრანსპორტირება საბერძნეთიდან (ქ. ათენი) – საქართველოს მიმართულებით.
1.2.1.2. სატერმინალო მომსახურება.
1.2.1.3. საქართველოს ტერიტორიის მასშტაბით მომხმარებელთათვის ამანათების გაცემა/ჩაბარება.

1.2.2. პატრნიორი საფოსტო-საკურიერო ბიზნესი უზრუნველყოფს:

1.2.2.1. საქართველოზე დამისამართებული ამანათების მომხმარებელთაგან მიღება;
1.2.2.2. მიღებული ამანათების რეგისტრაცია საქართველოს ფოსტის ელექტრონულ პროგრამაში;
1.2.2.3. მიღებული ამანათების საქართველოს ფოსტის წარმომადგენელთათვის მიწოდება ქ. ათენში.

1.2.3. მომსახურების ტარიფები:

1.2.3.1. საქართველოს ფოსტის მიერ გაწეული მომსახურების (პუნქტი 1.2.1.) ღირებულება შეადგენს ამანათის ყოველ სრულ 1 კგ-ზე – 1.00 ევროს, რომელსაც პარტნიორი საფოსტოსაკურიერო ბიზნესი გადაუხდის საქართველოს ფოსტას წარმომადგენლობას საბერძნეთში.

პარტნიორ საფოსტო-საკურიერო ბიზნესთან თანამშრომლობის ჩარჩო

1.3. მიმართულება: საქართველო – საბერძნეთი (ქ. სალონიკი)

საქართველოდან – საბერძნეთის (ქ. სალონიკი) მიმართულებით ამანათების ტრანსპორტირების ხელშეწყობის მიზნით:

1.3.1 საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს:

1.3.1.1. საქართველოს მასშტაბით საფოსტო სერვის-ცენტრებში საბერძნეთზე დამისამართებული ამანათების მომხმარებელთაგან მიღება;
1.3.1.2. საფოსტო სერვის-ცენტრებში მომხმარებელთაგან მიღებული ამანათების ტრანსპორტირება საქართველოდან – საბერძნეთში (ქ. სალონიკი);
1.3.1.3. ტრანსპორტირების თანმდევი საბაჟო პროცედურების შესრულება;
1.3.1.4. პროცედურების სრული პროგრამული უზრუნველყოფა.

1.3.2. პატრნიორი საფოსტო-საკურიერო ბიზნესი უზრუნველყოფს:

1.3.2.1. საკუთარი ოფის(ებ)იდან საქართველოს ფოსტას მიერ მისთვის გადაცემული ამანათების გაცემა / ჩაბარება ადრესატებისათვის საბერძნეთის ტერიტორიაზე;
1.3.2.2. პროცედურების რეგისტრაცია საქართველოს ფოსტას ელ. პროგრამაში.

1.3.3. მომსახურების ტარიფები:

1.3.3.1. საბერძნეთში ამანათის ადრესატისათვის გაცემა / ჩაბარების მოსახურების (პუნქტი 1.3.2) ღირებულება შეადგენს ამანათის ყოველ სრულ 1 კგ-ზე – 0.50 ევროს, რომელსაც საქართველოს ფოსტა გადაუხდის პარტნიორ საფოსტო-საკურიერო ბიზნესს.

პარტნიორ საფოსტო-საკურიერო ბიზნესთან თანამშრომლობის ჩარჩო

1.4. მიმართულება: საბერძნეთი (ქ. სალონიკი) – საქართველო

საბერძნეთიდან (ქ. სალონიკიდან) – საქართველოს მიმართულებით ამანათების ტრანსპორტირების ხელშეწყობის მიზნით:

1.4.1. საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს:

1.4.1.1. ამანათების ტრანსპორტირება საბერძნეთიდან (ქ. სალონიკიდან) საქართველოს მიმართულებით.
1.4.1.2. სატერმინალო მომსახურება.
1.4.1.3. საქართველოს ტერიტორიის მასშტაბით მომხმარებელთათვის ამანათების გაცემა/ჩაბარება.

1.4.2. პატრნიორი საფოსტო-საკურიერო ბიზნესი უზრუნველყოფს:

1.4.2.1. საქართველოზე დამისამართებული ამანათების მომხმარებელთაგან მიღება;
1.4.2.2. მიღებული ამანათების რეგისტრაცია საქართველოს ფოსტის გზავნილთა მოძიების ელ. პროგრამაში;
1.4.2.3. მიღებული ამამათების საქართველოს ფოსტის წარმომადგენელთათვის მიწოდება ქ. სალონიკში.

1.4.3. მომსახურების ტარიფები:

1.4.3.1. საქართველოს ფოსტის მიერ გაწეული მომსახურების (პუნქტი 1.4.1.) ღირებულება შეადგენს ამანათის ყოველ სრულ 1 კგ-ზე – 0.80 ევროს, რომელსაც პარტნიორი საფოსტოსაკურიერო ბიზნესი გადაუხდის საქართველოს ფოსტას წარმომადგენლობას საბერძნეთში.

2. პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები

წინამდებარე დოკუმენტით წარმოდგენილი მიზნების მისაღწევად პრეტენდენტი ერთობლივად (კუმულატიურად) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

1. პრეტენდენტი უნდა იყოს საბერძნეთის ან ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი. 2. პრეტენდენტს საბერძნეთის ან ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად მოპოვებული უნდა ჰქონდეს საფოსტო ან/და საფოსტო-საკურიერო საქმიანობის განხორციელების ლიცენზია / ნებართვა.

3. განაცხადის წარდგენის წესი და წარმოსადგენი ინფორმაცია

დაინტერესებულმა პირ(ებ)მა (პრეტენდენტებმა) უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია და სათანადო დოკუმენტაცია, როგორც ინტერესის გამოხატვის შემადგენელი ნაწილი:

1. საფირმო სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საფოსტო მისამართი, საკონტაქტო პირები და საკონტაქტო მონაცემები. 2. ინფორმაცია მეწარმე სუბიექტის შესახებ – ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან. 3. შევსებული და ხელმოწერილი წინამდებარე დოკუმენტის დანართი #1. 4. ინტერესის გამოხატვა უნდა იყოს მომზადებული ქართულ ენაზე. სხვა ენაზე მომზადებულ ინტერესის გამოხატვას უნდა დაერთოს სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი. ასეთ შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ქართულ თარგმანს. 5. პრეტენდენტები შესაძლებელია „საქართველოს ფოსტა“-ს მიერ მოწვეული იქნენ პრეზენტაციის წარმოსადგენად.

4. ინტერესთა გამოხატვის თაობაზე განცხადების წარდგენა

ინტერესთა გამოხატვის შესახებ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი განაცხადი (დანართი #1) სხვა მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად წარდგენილი უნდა იყოს ელექტრონული (PDF) სახით საქართველოს ფოსტის ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: sp_eoi@gpost.ge. ამასთანავე, განაცხადის განხილვის ეტაპზე საქართველოს ფოსტა უფლებამოსილია მოითხოვოს ხელმოწერილი განაცხადის დედანისა და სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.

5. ვალდებულების არარსებობა

წინამდებარე ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევით, „საქართველოს ფოსტა“ არ იღებს ვალდებულებას შეარჩიოს რომელიმე პრეტენდენტი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი აკმაყოფილებს ამ მოწვევაში მოცემულ კრიტერიუმებს, ან აუნაზღაუროს ნებისმიერი ხარჯი ან/და რაიმე სახის ზიანი ნებისმიერ პრეტენდენტს. დოკუმენტების წარდგენა პრეტენდენტს არ ანიჭებს შპს „საქართველოს ფოსტა“-ს მიმართ რაიმე მოთხოვნის წარდგენის უფლებამოსილებას იმის გამო, რომ ასეთი მეწარმე სუბიექტი გამოეხმაურა მოთხოვნას წინადადებების წარდგენის თაობაზე. ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის საპასუხოდ გაწეული ყველა ხარჯი და ნებისმიერი შემდგომი ინფორმაციის მოთხოვნა იქნება პრეტენდენტის ხარჯების ნაწილი.

6. განცხადების განხილვის პროცედურა და ვადები

პოტენციური პარტნიორების მიერ შემოთავაზებული წინადადებ(ებ)ის განხილვა მოხდება წინადადების მიღებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა.

7. დანართების გადაცემის წესი და კონფიდენციალურობა

პრეტენდენტებისათვის მიწოდებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია და დოკუმენტი, რომელიც უკავშირდება წინამდებარე მოწვევას, წარმოადგენს მკაცრად კონფიდენციალურ ინფორმაციას/დოკუმენტს და „საქართველოს ფოსტა“ იტოვებს უფლებას, ასეთი ინფორმაციის/დოკუმენტის მესამე პირებისთვის გადაცემის გამო, ინფორმაციის/დოკუმენტის გადამცემს მოსთხოვოს კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებით გამოწვეული ზიანი.