fbpx
კრიმინალი

“არ გვჯერა, როგორ მივიდა ჩვენი შვილი იმ დონემდე, რომ სასქესო ორგანოს დემონსტრირებას ახდენდა” – 22 წლის ბიჭის ოჯახი

ნეა სმირნიში დაკავებული 22 წლის ახალგაზრდის ოჯახი გაოგნებულია. მას ბრალად ღირსების შელახვას უყენებენ და ორშაბათამდე პატიმრობაში დარჩება.

ირკვევა, რომ მამაკაცის დედა სოციალური მუშაკია. ქალი ამბობს, რომ ვერ იჯერებენ, როგორ მივიდა მათი შვილი იმ დონემდე, რომ სასქესო ორგანოს დემონსტრირებას ახდენდა და ამით გოგონების ღირსებას ლახავდა, გარდა ამისა, აქ საუბარია მძიმე ემოციურ ფონზე, სტრესზე, რომელსაც განიცდიდნენ გოგონები, რომელთაც ის ედევნებოდა.

დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ სულ მალე ნათელი მოეფინება საქმეს, ვინაიდან რეალობა სრულიად განსხვავდება იმისგან, რაც სოციალური ქსელების საშუალებით შექმნეს.

22 წლის მამაკაცის წინააღმდეგ არსებობს რამდენიმე გოგონას ჩვენება, რომელთაგან ზოგს შარვალგახსნილი ედევნებოდა, ზოგის წინაშე კი გარყვნილ ქმედებას ჩადიოდა.

onalem

ტესტ