fbpx
საბერძნეთი

“საბერძნეთში კარანტინი უკან გვაქვს მოტოვებული, აბსოლუტური ჩაკეტვა აღარ გვექნება” – ხარალამბოს გოგოს

მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთში ექსპერტთა ნაწილი პესიმისტურად არის განწყობილი პანდემიის განვითარებასთან დაკავშირებით, პროფესორი, ხარალამბოს გოგოს აცხადებს, რომ კარანტინი უკვე უკან მოვიტოვეთ და მსგავსი ჰორიზონტალური ჩაკეტვა აღარ არის მოსალოდნელი.

“ახლა ჩვენი მთავარი მიზანი ის არის, რომ კლინიკები და საავადმყოფოები, რომლებიც კოვიდ-19-ის სამკურნალოდ გადაკეთდა, პირვანდელ სახეს დაუბრუნდეს. არსებობს დაგეგმილი ოპერაციები, რომლებიც უნდა შესრულდეს, რადგან კოვიდის გარდა, ადამიანებს აქვთ სხვა დაავადებებიც, სხვა პრობლემები.

ვფიქრობ, რომ ჩვენ კარანტინი უკან მოვიტოვეთ, აბსოლუტური ჩაკეტვა აღარ გვექნება, შესაძლებელია იყოს ზომების ადგილობრივად დაწესება ანუ იქ, სადაც სიტუაცია განსაკუთრებით რთული იქნება. ამ ყველაფერს სჭირდება აქტიური მეთვალყურეობა.

თვით-ტესტირება, ვაქცინაციასთან ერთად, ძალიან დაგვეხმარება, რომ პანდემია კონტროლის არეში მოვაქციოთ, პარალელურად კი, თითოეულმა ადამიანმა უნდა განაგრძოს ზომების დაცვა, ჰიგიენა და დისტანცია,” ამბობს პროფესორი.

onalem

ტესტ