fbpx
საბერძნეთი

19 წლის ემიგრანტი პოლიციას სასამართლოში გადაჰყავდა, ის კი, ოფიცრებს ხელიდან დაუსხლტა და გაიქცა

გავრცელებული ინფორმაციით, პატიმრის ადგილსამყოფელის დასადგენად პოლიცია განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს.

როგორც ირკვევა, განგაში დღეს დაახლოებით 14:00 საათზე ატყდა, როდესაც 19 წლის ემიგრანტი ბიჭი პოლიციის სპეციალური მანქანით გადაჰყავდათ, ვინაიდან მისი სასამართლო პროცესი უნდა შემდგარიყო. რაც უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, როდესაც ის პოლიციამ მანქანიდან ჩამოიყვანა, მათ ხელიდან დაუსხლტა და გაიქცა.

ფაქტობრივად, ერთი ხელებშეკრული ადამიანი რამდენიმე ოფიცერს ისე გაექცა, რომ მისი შეჩერება ვერ შეძლეს. არსებული ცნობებით, ის ალჟირის მოქალაქეა.

ამ დროისთვის მომხდარის ზუსტი გარემოებები უცნობია, თუმცა, მიმდინარეობს მისი ძებნის ოპერაცია.

onalem

ტესტ