fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

ათასობით თურქი საბერძნეთში თავშესაფარს ითხოვს – მათი რიცხვი წელს დრამატულად გაიზარდა!

2018 წელს საბერძნეთისგან თავშესაფარი თურქეთის 4, 424-მა მოქალაქემ მოითხოვა.

მხოლოდ ნოემბერში მათი რიცხვი 618 იყო, ბევრად მეტი, ვიდრე ეს 2013-2016 წლებში დაფიქსირდა. 

2013 წელს თავშესაფარს სახელმწიფოსგან ხმოლოდ 17 თურქი ითხოვდა, 2014 წელს 41, 2015 წელს 42, ხოლო 2016 წელს 189. რაც შეეხება 2017 წელს, მათმა რიცხვმა 1, 826-ს მიაღწია.

2018 წელს კი რიცხვმა დრამატული სახე მიიღო და 4, 424-მდე გაიზარდა.

ექსპერტების ვარაუდით, 2019 წელს საბერძნეთს იმაზე მეტი თურქი მოაწყდება, ვიდრე ეს 2018-ში იყო.

ვრცელდება ვარაუდი, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება თურქეთის პრეზიდენტის, ერდოღანის მიერ ათი ათასობით სამხედრო პირისა და საჯარო მოხელეთა “წმენდამ”.

onalem

ტესტ