fbpx
საზოგადოება

რას ემსხვერპლა 6 წლის ბავშვი პალეო ფალიროში, საკუთარ სახლში?!

ამ დრომდე ზუსტი მიზეზის და გარემოებების დადგენა ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. ათენის ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ გარეუბან პალეო ფალიროში 6 წლის ბიჭი საკუთარმა დედამ უგონო მდგომარეობაში იპოვა. ინციდენტამდე ის სამზარეულოში იმყოფებოდა, ხოლო მისი მეორე შვილი, 12 წლის გოგონა. სახლის სხვა ოთახში.

ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახა და მას შემდეგ, რაც პერსონალმა ბიჭს ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა, ის “აგია სოფიას” საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე ხანში დაიღუპა.

პოლიციას აქვს მხოლოდ ერთი ვარაუდი, რომლის მიხედვითაც ბავშვს ოჯახის ძაღლმა შემთხვევით თოკი შემოახვია, რამაც მისი სასუნთქი სისტემის გადაკეტვა გამოიწვია. 

სწორედ ამის შემდეგ იპოვა დედამ ის უგონო მდგომარეობაში, თუმცა, საავადმყოფოში, კრიტიკული მდგომარეობის ფონზე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

პროკურორის ბრძანების საფუძველზე, მისი მშობლები უყურადღებობის გამოჩენის ბრალდებით, არ დაუკავებიათ.

onalem

ტესტ