fbpx
საბერძნეთი

ბერძენი ექიმის და კლინიკაში მომუშავე ალბანელი დამლაგებლის სიყვარული – ხალანდრში მომხდარი შემთხვევის დეტალები

გუშინ ხალანდრში მომხდარმა შემთხვევამ ბერძნული საზოგადოება შეძრა. 68 წლის ოფთალმოლოგის, გიორგოს ნეოს მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება მას შემდეგ, რაც 8 საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმისა და ალბანელი ქალბატონის კავშირის შესახებ უფრო მეტი დეტალი ხდება ცნობილი.

ნეოსა და კლონდიანა ცელოს ურთიერთობა 13 წლის წინ ათენის ერთ-ერთ დიდ კლინიკაში დაიწყო, სადაც ცელო დამლაგებლად მუშაობდა. სწორედ მაშინ მოიხიბლა ნეო ალბანელი ქალბატონით და მათი ურთიერთობის შედეგად გაჩნდა გოგონა, რომელიც დღეს 13 წლის არის. მამაკაცი დაქორწინებული იყო და ორი შვილი ჰყავდა.

როდესაც ექიმმა შეიტყო, რომ ქალი ფეხმძიმედ იყო, მან ბავშვი აღიარა, მაგრამ ალბანელ ქალს გარკვევთ უთხრა, რომ არავითარ შემთხვევაში არ აპირებდა ოჯახის დანგრევას. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ცელომ მისი შანტაჟი, წლების მანძილზე აწუხებდა და ყველაფერი სასამართლომდე მივიდა. ექიმმა მოახერხა ის, რომ მოსამართლემ ბავშვზე სრული მეურვეობა მიანიჭა და მიუხედავად იმისა, რომ ქალმა მას მრავალჯერ უჩივლა, განაჩენი ყოველთვის გამამართელებლი იყო, ექიმის სასარგებლოდ.

ცელოს წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერიც კი გაიცა და ეკრძალებოდა ოჯახთან და შვილთან 100 მეტრში მიახლოვება. მისივე ოჯახის ახლობლები საუბრობენ მის არადეკვატურ ქცევაზე და ფსიქოლოგიურ პრობლემებზე, რომლებსაც თავად არასოდეს აღიარებდა.

 

onalem

ტესტ