fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

დაზიანებული გემი, რომლის 1262 მგზავრი ათენში სამი საათი იცდიდა

გემი, “Nήσος Μύκονος”, ჯერ კიდევ პირეოსის პორტში იდგა, როდესაც გამოაცხადეს, რომ ბორტზე სერიოზული დაზიანება დაფიქსირდა და რეისის შესრულება შეფერხდებოდა. 1262 ადამიანს, რომელიც რამდენიმე კუნძულზე მიდიოდა, 3 საათის მანძილზე მოუწია ლოდინი.

გავრცელებული ინფორმაციით, მექანიკური დაზიანების ფონზე გემის ზღვაში გასვლა დიდი რისკი იყო.

მგზავრების დანიშნულების პუნქტები შემდეგი კუნძულები იყო: სიროსი, მიკონოსი, ევდილო, ფურნოს, ხიოსი, მიტილინი, ლიმნო, კავალა, კარლოვასი.

ბორტზე განთავსებული იყო 166 მანქანა, 35 სატვირთო და 35 მოტოციკლი.

სამი საათის შემდეგ დაზიანება შეკეთდა და საღამოს 19:30 საათისთვის გემმა პირეოსის პორტი დატოვა.

onalem

ტესტ