fbpx
საზოგადოება

“10 დღეში ვნახავთ, თუ როგორ იმოქმედა ზომებმა ატიკაში” – ნიკოს სიფსასი ზომებზე, ალკოჰოლსა და სკოლებზე

პროფესორმა ნიკოს სიფსასმა ტელეკომპანია MEGA-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ ახალი ზომების შედეგებს, რომლებიც მთავრობამ გუშინ გამოაცხადა, მომდევნო 10 დღეში ვიხილავთ. სწორედ ამის შემდეგ იქნება ცნობილი, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს ქვეყანა მომდევნო ეტაპზე.

ასევე, სიფსასმა აღნიშნა, რომ ალკოჰოლის გაყიდვასთან დაკავშირებული ზომების მიღება მნიშვნელოვანი იყო იმიტომ, რომ სასმელი ადამიანებს ადუნებს და უფრო “აახლოვებს” ერთმანეთთან, ეს კი პირდაპირი გაგებით. ანუ იგულისხმება, რომ როდესაც ახალგაზრდები ღამით სკვერებში იკრიბებიან, სვამენ და შემდეგ სიტუაცია უკონტროლო ხდება, აღარ იცავენ დისტანციას.

ატიკის რეგიონი ამ ეტაპზე იმყოფება “ფორთოხლისფერ” ზონაში და თუკი გადავა “წითელში”, მაშინ დაწესდება ნიღბების უნივერსალური ტარება, აბსოლუტურად ყველგან, ღია თუ დახურულ სივრცეებში.

რაც შეეხება სკოლებს, პროფესორის თქმით, უკეთესი იქნება, თუ კლასებში ნაკლები მოსწავლეები განაწილდებიან.

onalem

ტესტ