fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“პროგნოზები შოკისმომგვრელია, თუ გამართლდა, საბერძნეთს ისტორიული თოვა ელის” – კალიანოსი

” ეს თოვა მართლა ისტორიული იქნება?” – კითხვა ბერძენ სინოპტიკოსს, იანის კალიანოსს ჟურნალისტმა დაუსვა. “არსებობს დიდი შანსი, რომ ეს ბოლო 10 წლის მანძილზე ამინდის ყველაზე  მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება,” განაცხადა მან.

“ჯერ ძალიან ადრეა იმისთვის, რომ 100%-ით ვიცოდეთ, თუ რა გველის. მაგრამ ამჟამინდელი პროგნოზები შოკისმომგვრელია და თუ ყველაფერი გამართლდა, თოვა საკმაოდ ინტენსიური იქნება, ისტორიულიც კი…
ამინდის ცვლილება დაიწყება ხუთშაბათს ღამიდან, მანამდე ქვეყანაში მზიანი ამინდი შენარჩუნდება. ახლა არავის შეუძლია ზუსტად თქვას, თუ სად ითოვებს კონკრეტულად და ყველაზე მეტს, მაგრამ ხუთშაბათს გვექნება სავარაუდო ინფორმაცია. ყველაფერს ღამით შენიშნავთ,”
ამბობს სინოპტიკოსი.

 

onalem

ტესტ