ათენის ცენტრში პოლიციელებს სამი საშიში პატიმარი მანქანიდან გაექცათ
რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ათენის ცენტრში პოლიციელებს საკუთარი მანქანიდან სამი პატიმარი გაექცათ.
მედია იუწყება, რომ როცა პოლიციის მანქანა შუქნიშანზე გაჩერდა, ბერძენმა, ალჟირელმა და ალბანელმა პატიმრებმა პოლიციელებისგან დასხლტომა და გაქცევა მოახერხეს.
ამ დრომდე უცნობია, თუ როგორ შეძლეს მათ ეს.
ორივე უცხოელი გაქცევიდან რამდენიმე წუთში დააკავეს, ხოლო ბერძენი პატიმარი ამ დრომდე ძებნაშია.