fbpx
კრიმინალი

ბერძენი მამაკაცი გარდაცვლილი მამის პენსიას 9 წლის მანძლზე იღებდა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, დაკავებულია 56 წლის ბერძენი მამაკაცი, რომელიც საკუთარი გარდაცვლილი მამის პენსიას წლების მანძილზე იღებდა.

ირკვევა, რომ ეს ამბავი არა თუ ახლა, არამედ 3 წლის წინ გამომჟღავნდა და მას 10 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა, სააპელაციო სასამართლო, სავარაუდოდ, სასჯელს შეუმსუბუქებს ან საერთოდ გაუუქმებს. პროცესი ორ დღეში უნდა შედგეს.

არსებული ცნობებით, მამაკაცი 9 წლის მანძილზე იღებდა პენსიონერი მამის თანხას, რომელიც ცოცხალი აღარ არის და საერთო ჯამში ამ წლების მანძილზე სახელმწიფო 150.000 ევროთი აზარალა.

უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი შემთხვევები საბერძნეთში ხშირად ფიქსირდება.

onalem

ტესტ