fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: 80 წლის ბებოს სასამართლოში უჩივლეს, რადგან თავის ვირს ფრჩხილებს არ აჭრიდა

უჩვეულო შემთხვევა ცენტრალურ საბერძნეთში დაფიქსირდა –  80 წლის ქალბატონს კარპენისის სასამართლოს წინაშე მოუხდა თავის მართლება და ეს მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, 80 წლის ბებოს ცხოველთა დაცვის ორგანიზაციამ უჩივლა, რადგან თავის ვირს ფრჩხილებს არ აჭრიდა და ეს ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობად მიიჩნიეს.

მოხუცმა მოსამართლის წინაშე თქვა, რომ არასოდეს მოჰქცევია საკუთარ ვირს ცუდად და ყოველთვის კარგად უვლიდა. უნდა აღინიშნოს, რომ ბებომ საუბრისას ცრემლი ვერ შეიკავა, საბოლოოდ კი, გაამართლეს.

 

onalem

ტესტ