fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთის პოლიცია 2,5 წლის ბავშვის ფოტოებს ავრცელებს, რათა მისი მშობლები იპოვონ

საბერძნეთის პოლიცია 2,5 წლის ბავშვის ფოტოებს ავრცელებს, რომელიც გასულ თვეს უპატრონოდ მიტოვებული იპოვეს. მათი მიზანია, დაადგინონ ბავშვის მშობლების ვინაობა, რადგან აქამდე ბიჭს არავინ მიაკითხა.

საბოლოოდ, ლარისას პროკურორის შესაბამისი ნებართვის საფუძველზე გამოქვეყნდა ბავშვის ფოტოები, რომელიც არის დაახლოებით 2,5 წლის. ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ბავშვის შესახებ მოიძონ მეტი ინფორმაცია და დაადგინონ, თუ ვინ არიან მისი მშობლები. პოლიციის განმარტებით, ორთვიანი გამოძიების შემდეგ ეს აუცილებელი გახდა, რათა საქმე მთლიანობაში წარმატებით დაიხუროს. მათ სჭირდებათ: ბავშვის შესახებ დეტალური ინფორმაცია, ინფორმაცია მისი ბიოლოგიური მშობლების ან შორეული/ახლო ნათესავების შესახებ.

პოლიცია მოუწოდებს ნებისმიერ მოქალაქეს, თუ ვინმეს აქვს რაიმე სახის ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, დარეკონ მითითებულ ნომერზე 2410-683171 ან 2410-683184, ლარისას ქვეგანყოფილებაში.

onalem

ტესტ